Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბორჯომში უკვე არსებული ხანძარი იყო დივერსია პირდაპირ მითხრეს ნაც-რადიკალებს ფული აქვთ გადახდილიო – დავით ქართველიშივილი მომრავლებულ ტყის ხანძრებში “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებს

მარშალ პრესი 23/08/2022
დავით ქართველიშვილი

“მქონდა ძალიან საყურადღებო ინფორმაცია, რომ ბორჯომში უკვე არსებული ხანძარი იყო დივერსია და მსგავსი დივერსიები კვლავ იგეგმებოდა საქართველოში. პირდაპირ მითხრეს რომ ამ ყველაფერში უსამშობლო, მოღალატე და მავნებელ ნაც-რადიკალებს ფული აქვთ გადახდილიო”- ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი წერს.

მისივე თქმით აგენტების, დივერსანტების და მოღალატეების დრო დასრულდა ამ ქვეყანაში და იმედია, რომ ძალიან სწრაფად გაირკვევა ამ უსაშინლესი და უბინძურესი დივერსიის დამგეგმავ – შემსრულებელი!

“რამდენიმე ადამიანისგან მქონდა ძალიან საყურადღებო ინფორმაცია, რომ ბორჯომში უკვე არსებული ხანძარი იყო დივერსია და მსგავსი დივერსიები კვლავ იგეგმებოდა საქართველოში. მეტსაც გეტყვით – პირდაპირ მითხრეს რომ ამ ყველაფერში უსამშობლო, მოღალატე და მავნებელ ნაც-რადიკალებს ფული აქვთ გადახდილიო. თავიდან მოვერიდე ამის დაწერას, ერთ ადამიანს მაინც რომ არ ეფიქრა – თითქოს ვინმეს რამეს ვაბრალებ, მაგრამ ახლა, როცა ქუთაისსა და თეთრიწყაროში ძალიან საეჭვო ვითარებაში გაჩნდა ხანძარი, ეჭვი აღარ მეპარება, რომ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე პროვოკაციასთან. აგენტების, დივერსანტების და მოღალატეების დრო დასრულდა ამ ქვეყანაში და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად გაირკვევა ამ უსაშინლესი და უბინძურესი დივერსიის დამგეგმავ – შემსრულებელი! რევოლუცია ვერ მოაწყეს და ახლა ამ ბინძური მეთოდებით იბრძვიან ეს მანქურთები!!!”– წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: მორიგი თავდასხმა საქართველოს რკინიგზაზე – რატომ ცდილობენ გაყალბებული (რუსული) ბილეთების ბეჭდვაში რკინიგზის დადანაშაულებას
Next: ბორჯომის ტყეში მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო ცეცხლის რამდენიმე ახალი კერა გაჩნდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.