Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მორიგი თავდასხმა საქართველოს რკინიგზაზე – რატომ ცდილობენ გაყალბებული (რუსული) ბილეთების ბეჭდვაში რკინიგზის დადანაშაულებას

მარშალ პრესი 23/08/2022
დაჩი ცაგურია

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიოერთობის დეპარტამენტის დირექტორი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“ძვირფასო მეგობრებო, მინდა გამოვეხმაურო ფეიკნიუსების მომგონებლებს, ფაქტების დამმახინჯებლებს და ფაბრიკაციების უბადლო მცოდნეთა სექტას, სადაც მორიგი სიყალბე გამოაცხვეს, რომ თითქოს საქართველოს რკინიგზა თავის ბილეთებს რუსულ ენაზე ბეჭდავს და რა თქმა უნდა, ატყდა ამბავი – ჩვენ ვართ რუსეთის აგენტები და თან ეხლა “ოკუპანტების გასახარებლად” დაგვიწყია ეს უმსგავსო საქმე.
ამ მავნებელებს, მინდა ვუთრა, რომ მათ მიერ დადებული ეს ბილეთი არის დამუშავებული ისე, რომ არ ჩანს, თუ რა ბილეთია და ხალხის შეცდომაში შესაყვანად. წაშლილია მთელი რიგი ინფორმაცია და შეგნებულად დატოვებულია ჩვენი ბლანკის ნაწილი და რუსული წარწერები. მოკლედ, რეალურად არის გაყალბებული და დამუშავებული ერევნის მატარებლის ბილეთი. აღნიშნულ მარშუტზე დადის ჩვენი მეზობელი ქვეყნის სომხეთის რკინიგზის საკუთრებაში არსებული მოძრავი შემადგენლობა, მატარებელიც მათია და სამგზავრო ბილეთიც შესაბამისად მათ ეკუთვნის, რომელიც საქართველოს რკინიგზის სალაროებშიც იყიდება. საქრთველოს რკინიგზა ბილეთებს ბეჭდავს “მათ შორის ერევნის რეისზეც” საქართველოს რკინიგზის არსებულ ბლანკზე ოღონდ იმ დადგენილი წესის შესაბამისად რაც აგერ უკვე 30 წელია არსებობს და ეს ბილეთებიც ასე გაიცემა ათეულობით წელია. მოკლედ ძვირფასო “პატრიოტებო” ეს მატარებელი ეკუთვნის სომხეთის რკინიგზას, (ЗАО «Южно-кавказская железная дорога») ბილეთიც მათია, მოძრავი შადგენლობაც და კიდევ ერთ დეტალს გაგიმხელთ თუ ამას თქვენი ფაქიზი გულები გადაიტანს მაინც იცოდეთ, რომ სომხეთის რკინიგზის მფლობელი რუსეთის რკინიგზაა.” – წერს ცაგურია

Continue Reading

Previous: ახლა რომ გაჰკივით, არ მოგვითხოვია მთავრობის დაკომპლექტებაო, ფოტოს დააკვირდით, დგახართ სცენაზე, პროტესტის ავანგარდში და იზიარებთ ტექნიკური მთავრობის დანიშვნის საკითხს – ლევან ნიკოლეიშვილი ნინო დოლიძეს
Next: ბორჯომში უკვე არსებული ხანძარი იყო დივერსია პირდაპირ მითხრეს ნაც-რადიკალებს ფული აქვთ გადახდილიო – დავით ქართველიშივილი მომრავლებულ ტყის ხანძრებში “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025