Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბორჯომის ტყეში მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო ცეცხლის რამდენიმე ახალი კერა გაჩნდა

მარშალ პრესი 23/08/2022
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ძლიერმა ქარმა და მაღალმა ტემპერატურამ ბორჯომის ხეობაში ვითარება გაართულა. გაჩნდა ცეცხლის რამდენიმე ახალი კერა. ქარი პრობლემებს უქმნის ავიაციასაც. ადგილზე საგანგებო შტაბი-24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ცეცხლის კერებთან მისასვლელი გზა გაყვანილია და რამდენიმე მათგანის ლოკალიზება უკვე მოხერხდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული, კლდოვანი რელიეფი ართულებდა.

ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.

Post navigation

Previous: ბორჯომში უკვე არსებული ხანძარი იყო დივერსია პირდაპირ მითხრეს ნაც-რადიკალებს ფული აქვთ გადახდილიო – დავით ქართველიშივილი მომრავლებულ ტყის ხანძრებში “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებს
Next: იენს სტოლტენბერგი: ზამთარი მძიმე იქნება, უკრაინას რაც შეიძლება მეტი შეიარაღება უნდა მივაწოდოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.