Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ინგა გრიგოლიამ კარგად დაასვენა ტვინი და დაასკვნა – იცით როგორი სიტუაციაა? როგორც იტყვიან, ხელისუფლება ქუჩაში რომ გდია და ამღები არავინაა

მარშალ პრესი 23/08/2022
ინგა გრიგოლია

“ამ დასვენების დღეებში უამრავ ადამიანთან მქონდა კონტაქტი და ზაფხულის პოლიტიკურ შთაბეჭდილებებს მინდა მოვუყარო მოკლედ თავი. სიტუაცია ასეთია – “ოცნება” აღარ უნდა ამომრჩევლის უმრავლესობას, თან კატეგორიულად აღარ უნდა.

მაგრამ არც ის იციან, ვის მისცენ ხმა. ოპოზიციაშიც ვერ ხედავენ გამოსავალს, რადგან არ იციან, რა უნდა ოპოზიციას, საერთოდ, რას აპირებს ესა თუ ის პარტია, რას გვპირდება, რისი თავი აქვს ან რისი გამკეთებელია” – ამის შესახებ ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ პოლიტიკოსები ადამიანებს არ აუხსნიან, ვის როგორ წარმოუდგენია ქვეყნის მართვა, კრიზისების დაძლევა, ხვალინდელი დღე, სულ უფრო და უფრო დავკარგავთ ცვლილებების რეალურ შანსს უახლოეს მომავალში.

“ხოდა, ამ ახალი პოლიტიკური სეზონიდან, წყალ-წყალა განცხადებების მიღმა, თუ პოლიტიკოსები ადამიანებს არ აუხსნიან, ვის როგორ წარმოუდგენია ქვეყნის მართვა, კრიზისების დაძლევა, ხვალინდელი დღე, სულ უფრო და უფრო დავკარგავთ ცვლილებების რეალურ შანსს უახლოეს მომავალში. არადა, ცვლილებები გვჭირდება სასწრაფოდ და წყალივით.

ცვლილებებისთვის მოსახლეობის უმრავლესობა არის მზად. არ ვიცი, რამდენად მზადაა პოლიტიკური სპექტრი (ოპოზიციას ვგულისხმობ). ახალი სუნთქვა უნდა გაიხსნას ოპოზიციურ ფლანგზე, თორემ უფრო და უფრო ჩავიძირებით ჭაობში. იცით როგორი სიტუაციაა? როგორც იტყვიან, ხელისუფლება ქუჩაში რომ გდია და ამღები არავინაა. პარდონ გულწრფელობისთვის და შეხვედრამდე სექტემბრიდან სტუდიაში ‘ – წერს გრიგოლია.

Continue Reading

Previous: აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ყოვლისმომცველი სავიზო აკრძალვის დაწესებას მხარს არ უჭერს
Next: ტ@აკზე ხელი მოისვით, იასამანი ხომ არ ამოგსვლიათ.. – ესენი არიან მონები.. ვისი მონები? – გელა კურტანიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025