Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ყოვლისმომცველი სავიზო აკრძალვის დაწესებას მხარს არ უჭერს

მარშალ პრესი 23/08/2022
აშშ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ყოვლისმომცველი სავიზო აკრძალვის დაწესებას მხარს არ უჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„აშშ-ს არ სურს ჩაკეტოს თავშესაფრისა და უსაფრთხოების გზები რუსი დისიდენტებისთვის ან სხვებისთვის, ვინც დაუცველია ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია ხაზის გასმა რუსეთის მთავრობის ქმედებებსა და უკრაინაში მისი პოლიტიკასა და რუსეთის ხალხს შორის“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-მა იმუშავა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დაეწესებინა სანქციები, მათ შორის სავიზო შეზღუდვები კრემლის ოფიციალური პირებისა და მათი ხელშემწყობებისთვის.

„ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის შეჭრაში მონაწილე პირების გამოვლენას და ხელს შევუწყობთ პასუხისმგებლობის დაკისრებას“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

Post navigation

Previous: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
Next: ინგა გრიგოლიამ კარგად დაასვენა ტვინი და დაასკვნა – იცით როგორი სიტუაციაა? როგორც იტყვიან, ხელისუფლება ქუჩაში რომ გდია და ამღები არავინაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.