ანალიტიკოსი გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ვინ როგორ არ უნდა უყურებდეს, უცილობელი ფაქტია, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები არის პლანეტა დედამიწის უძლიერესი სახელმწიფო!
თავისი ფინანსებით, ეკონომიკით, წყობით, მშპ-თი, ჯარით, შეიარაღებით, სპეცსამსახურებით და ა.შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო..
და ამ სახელმწიფოს საელჩოს დაუპირისპირდა ჩვენი ერთი ბეწო, ღარიბ-ღატაკი, უფინანსო, უეკონომიკო, უიარაღო, საცოდავი სპეცსამსახურების მქონე და ა.შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო, ხელისუფლების რამოდენიმე წარმომადგენელი..
და, როგორც აქ ზოგიერთი თავისუფლების აპოლოგეტი ტუტრუცანა ამბობს, ესენი არიან მონები..
ვისი მონები?
ჭორვილაში მცხოვრები ერთი კაცის? რომელსაც აშშ-სთან დაპირისპირების(ან რატომ?!) არანაირი რესურსი არ გააჩნია?!
მოდი ერთი რა, როგორც ჩემმა თქვენსავით “განათლებულმა” კლასელმა უთხრა ქიმიის მასწავლებელს, გაკვეთილის მოსაყოლად რომ გაიძახა:
ტრაკზე ხელი მოისვით, იასამანი ხომ არ ამოგსვლიათ..’ – წერს კურტანიძე
