Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დაუშვებელია, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი იყო და ამავე დროს, პირდაპირ პოლიტიკური ულტიმატუმებით გამოდიოდე

მარშალ პრესი 23/08/2022
რატი იონათამიშვილი

დაუშვებელია, თან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი იყო, ამავე დროს, პირდაპირ პოლიტიკური ულტიმატუმებით გამოდიოდე და პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი იყო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვის რა ამოცანები და მიზნები აქვს.

„მთელ ამ პროცესში ყველაზე უარყოფითი არის ის, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, სამოქალაქო სექტორში ორმაგი სტანდარტი დაამკვიდრონ და არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს დისკრედიტაცია მიაყენონ. დაუშვებელია, თან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი იყო და ამავე დროს, პირდაპირ პოლიტიკური ულტიმატუმებით გამოდიოდე და პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი იყო. ეს ის სამწუხარო რეალობაა, რომელიც გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფერში კიდევ უარესია ის, რომ ეს ადამიანები არ ცდილობენ, აღიარონ, ისინი არიან კონკრეტული პარტიის ნაწილი და არა სამოქალაქო სექტორის მოვალეობის მაყურებელი.

როცა საზოგადოებას ეუბნები, რომ სამოქალაქო სექტორი ხარ და სინამდვილეში გაქვს პოლიტიკური მოთხოვნები, აფილირებული ხარ უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს ნიშნავს, რომ გულწრფელი არ ხარ და საზოგადოებას ატყუებ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვის რა ამოცანები და მიზნები გააჩნია. მიმდინარე პროცესი არის ლუსტრირების, რადგან ყველა ვალდებული ვართ, ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ და ორმაგი სტანდარტების გამოყენება მიუღებელია. როცა მარგინალური ჯგუფების დღის წესრიგის ნაწილი ხარ და თან ცდილობ, სამოქალაქო სექტორის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ან მოვალეობების აღრევასთან გვაქვს საქმე, ან ორმაგ სტანდარტებთან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: 9 დეკემბერს ჩვენს ლიდერებს ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა ჰქონდათ, იქიდან ითქვა, რომ „პივიტისთან“ დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში იყო და 11 დეკემბერს „ისფედმა“ უკვე აღიარა „პივიტის“ სიყალბე
Next: ირაკლი კობახიძე: ამერიკის საელჩოს განცხადებები ISFED-თან დაკავშირებით, საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.