IMG.GE IMG.GE

მადლიერი ვარ იმისთვის, რაც გაკეთდა, ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების კომენტირებისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი თქმით, საქმეში ბევრი საეჭვო გარემოებაა და თავად, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, სხვა ქვეყნის დადანაშაულებისგან თავს შეიკავებს. პრეზიდენტმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა რაზმან კადიროვის განცხადებაზე, რომელშიც ჩეჩნეთის ლიდერი გიორგი გაბუნია მკვლელობის შეკვეთას უარყოფს.

„კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს. პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმისთვის რაც გაკეთდა, ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და იმისთვის რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სათანადოდ იქნება გამოძიებული. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ არ გვეცოდინება გამოძიების დასკვნით რა მოხდა და როგორ მოხდა. აქ რომ ძალიან ბევრი საეჭვო კითხვებია ამაში ყველა ვთანხმდებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა..

კომენტარის დატოვება
IMG.GE