Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არის გია ლორთქიფანიძის მიერ შეთხზული მორიგი პროვოკაცია, რომელიც ემსახურება ქართულ-უკრაინული ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებას და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური უფსკრულის გაღრმავებას

მარშალ პრესი 04/04/2022
დავით ქართველიშვილი

„უკრაინაში მიმდინარე უმძიმესი ომისა და რუსეთის აგრესიის მოგერიების ფონზე – ქართული ნაცსექტის უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული ცალკეული წარმომადგენლები საკუთარ, პარალელურ, ანტიუკრაინულ და ანტიქართულ ომს აწარმოებენ!“– ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.

„თქვენ თვალწინ არის მეგობარი უკრაინის მიერ გამოუცხადებელი პოლიტიკური თუ ჰიბრიდული ომის ფარგლებში მორიგი შეტევა, რომელიც ეფუძნება აბსოლუტურ ფეიკს, რომელიც გადამოწმებასაც ადვილად ექვემდებარება და ჩვენი სტრატეგიული დასავლელი პარტნიორების უმკაცრესი კონტროლის ქვეშ არის აყვანილი – სულ რომ არ მივიღოთ მხედველობაში საქართველოს ხელისუფლების გულწრფელობა, გამჭირვალობა და ელემენტარული ნამუსი უკრაინისა და უკრაინელ ხალხთან მიმართებაში.

ტექსტს გთავაზობთ უცვლელად – “უკრაინის თავდაცვის დაზვერვა”: “სანქციების გვერდით ავლის მიზნით, რუსი აგენტები ათანხმებენ კონტრაბანდულ არხებს (გზებს), მათ შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით. ამასთანავე, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითება პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რათა არ შეუშალონ ხელი კონტრაბანდისტებს მათ საქმიანობაში”. ეს არის უკრაინის სპეცსამსახურის კონტრდაზვერვის დირექტორის უფროსის მოადგილის, გია ლორთქიფანიძის მიერ შეთხზული მორიგი დეზინფორმაციული პროვოკაცია, რომელიც ემსახურება ქართულ-უკრაინული ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებას და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური უფსკრულის გაღრმავებას.

უკრაინაში მიმდინარე უმძიმესი ომისა და რუსეთის აგრესიის მოგერიების ფონზე – ქართული ნაცსექტის უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული ცალკეული წარმომადგენლები საკუთარ, პარალელურ, ანტიუკრაინულ და ანტიქართულ ომს აწარმოებენ!“– წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ხატია დეკანოიძე უკრაინელებს უყვებოდა, რომ საქართველოდან თითქოს რუსეთში კონტრაბანდულად გადის სამხედრო ტექნიკა. ცხადია, მან ეს დავალება გია ლორთქიფანიძისგან მიიღო, სწორედ ლორთქიფანიძეა საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის ავანგარდში
Next: საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონა, რომლის მთავარ მიზანს ხელისუფლებაში დაბრუნება და არსებული ხელისუფლების დისკრედიტაცია წარმოადგენს, ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს გია ლორთქიფანიძეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.