Skip to content
28/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კიევიდან მოდის ზუსტად იმ ყალბ ბრალდებათა კასკადი, რასაც დესტრუქციული “ნაცები” ამბობენ შინ და გარეთ

მარშალ პრესი 04/04/2022
გია აბაშიძე

„უკრაინის ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და სპეცსამსახურების ცალკეულმა ჩინოსნებმა იციან, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თბილისის იურისდიქცია ჯერჯერობით ვერ ვრცელდება? და რა ტვირთბრუნვაა იმ სეპარატისტულ რეგიონებში, ამ ეტაპზე ჩვენს კონტროლს მიღმაა“– წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით ხატია დეკანოიძე ნიშნის მოგებით ნუ ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ თითქოს მისი ნათქვამი “დაადასტურეს” უკრაინელებმა.

„უდავოა, რომ სააკაშვილის მეხუთე კოლონამ პოლიტიკური საბოტაჟის დროებითი პლაცდარმი შექმნა უკრაინის ხელისუფლებაში. კიევიდან მოდის ზუსტად იმ ყალბ ბრალდებათა კასკადი, რასაც დესტრუქციული “ნაცები” ამბობენ შინ და გარეთ.

საქართველოდან რომ ე.წ. სამხედრო კონტრაბანდა მიედინებოდეს უკრაინაში (რაც ამ ხელისუფლების პირობებში არასდროს მოხდება), ამაზე უწინარესად, განგაშს ატეხდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების შესაბამისი სამსახურები! იბადება შეკითხვა – უკრაინის ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და სპეცსამსახურების ცალკეულმა ჩინოსნებმა იციან, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თბილისის იურისდიქცია ჯერჯერობით ვერ ვრცელდება? და რა ტვირთბრუნვაა იმ სეპარატისტულ რეგიონებში, ამ ეტაპზე ჩვენს კონტროლს მიღმაა.

P.S. თანამდებობის მისაღებად ყველაფერზე წამსვლელი ხატია დეკანოიძე ნიშნის მოგებით ნუ ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ თითქოს მისი ნათქვამი “დაადასტურეს” უკრაინელებმა. “შავ ხვრელებზე” ვინ საუბრობდა ტელეეთერში, ყველას კარგად გვახსოვს“– წერს გია აბაშიძე.

Continue Reading

Previous: საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონა, რომლის მთავარ მიზანს ხელისუფლებაში დაბრუნება და არსებული ხელისუფლების დისკრედიტაცია წარმოადგენს, ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს გია ლორთქიფანიძეს
Next: არ გადადგება ღარიბაშვილი და უნდა დავლეწოთ კანცელარია – მიშა მშვილდაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025