Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სუსი: ოკუპირებულ სოფელ ოქონას მიმდებარედ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია 2021 წლის აპრილში დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს

მარშალ პრესი 20/08/2022
სუსი - განცხადება

სოფელ გრემისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია წარმოადგენს 2021 წელს დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას, – ამის შესახებ „მედინიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

„უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის აღნიშნულ შემთხვევებზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ინფორმაცია გაზიარებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის. უკანონო ბორდერიზაციის ყველა ფაქტი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს“, – აცხადებენ სამსახურში.

Post navigation

Previous: ყოველი თვის 20 რიცხვიდან, 10 დღით ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტები გაიხსნა
Next: ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების თითქმის სამ წლიანი შეზღუდვის შემდეგ, ნაწილობრივ იხსნება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.