Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების თითქმის სამ წლიანი შეზღუდვის შემდეგ, ნაწილობრივ იხსნება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები

მარშალ პრესი 20/08/2022
მთავრობა

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების თითქმის სამ წლიანი შეზღუდვის შემდეგ, ნაწილობრივ იხსნება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, – ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

„ცალსახად მისასალმებელია ჰუმანიტარული მიდგომით განხორციელებული ყველა მსგავსი განვითარება და ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ.

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელების ნაწილობრივ გახსნა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისა და მათთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვით, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კუთხით გამოწვეული უმძიმესი ვითარება და ადამიანის უფლებათა დარღვევის მრავალრიცხოვანი ფაქტები მუდმივ რეჟიმში განიხილებოდა როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში.

საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს, რათა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით უზრუნველყოფილ იქნას მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Continue Reading

Previous: სუსი: ოკუპირებულ სოფელ ოქონას მიმდებარედ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია 2021 წლის აპრილში დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს
Next: ოზურგეთში „გურული ველო დღეები“ იმართება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025