Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყოველი თვის 20 რიცხვიდან, 10 დღით ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტები გაიხსნა

მარშალ პრესი 20/08/2022
გადასასვლელი პუნქტები

თითქმის სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ნაწილობრივ გაიხსნა.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელის განცხადებით, „უკანონო შეზღუდვების“ შემსუბუქების რეჟიმი წლის ბოლომდეა ძალაში. მოსახლეობა გადადგილებას კონკრეტულ რიცხვებში დროის კონკრეტულ მონაკვეთში შეძლებს.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცემათ საშუალება, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდეს. მოინახულონ საკუთარი ოჯახის წევრები და ახლობლები, მიიღონ სამედიცინო დახმარება, ვისაც როგორ სჭირდება. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესულები საკუთარ სახლ-კარს მიხედავს და იქ დარჩენილებს მიხედავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ეს არის საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ერგნეთის ფორმატის შეხვედრების შედეგი. ეს ასევე იყო პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირება და როგორც ჩანს, მან ეს დაპირება შეასრულა. ძალიან კარგია, თუკი მსგავსი ნაბიჯები სამომავლოდ მოსახლეობის სასიკეთოდ გადაიდგმება, ეს ყველა მხარისთვის კარგი იქნება. ჩემი ინფორმაციით, წლის ბოლომდე, ყოველი თვის ბოლოს – 10 დღის განმავლობაში იქნება გახსნილი“, – განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ქადაგიშვილი ISFED-ზე: არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია და არ უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკურ პროცესებში
Next: სუსი: ოკუპირებულ სოფელ ოქონას მიმდებარედ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია 2021 წლის აპრილში დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.