Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ISFED-ზე: არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია და არ უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკურ პროცესებში

მარშალ პრესი 20/08/2022
ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია და არ უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკურ პროცესებში. ასე უპასუხა მან სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობაზე „სამართლიანი არჩევნებისთვის“ უარის თქმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„ერთი ხელით თითქოს ისინი აკეთებენ ნეიტრალურ საქმეს, მაგრამ მეორე ხელით, დაწყებული 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ ცრუ ნარატივის მხარდასაჭერად არასწორი მონაცემების გამოქვეყნებით, შემდეგ უბნების 8%-ზე ზედმეტობის შესახებ საუბრებით და მხოლოდ მაშინ უარყოფით, როდესაც საპარლამენტო კომისიაში მოუწიათ მასალების წარმოდგენა. არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვენ არ შეგვიზღუდავს და არც ვინმეს შეზღუდვას ვაპირებთ, ვინც დამოუკიდებლად, ნეიტრალურად იქნება ჩართული პროცესში“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი არ მიიწვიეს, რის გამოც შეხვედრა პროტესტის ნიშნად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა დატოვა.

Post navigation

Previous: ზაალ ანჯაფარიძე: რატომ უნდა აწუხებდეს აშშ-ის საელჩოს, ეგზომ ძლიერ, ერთი ენჯეოს ამბავი, რომელმაც უკვე რამდენჯერმე მოიჯაყა თავი?
Next: ყოველი თვის 20 რიცხვიდან, 10 დღით ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტები გაიხსნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.