Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ნაცვლად დაფინანსების და თანამშრომლობის შეწყვეტისა, დღეს ამერიკის საელჩო გამყალბებელ ორგანიზაციას, პარტიულ და პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართულ ვითომ ,,ენჯეოს” იცავს

მარშალ პრესი 20/08/2022
ლადო ბოჟაძე

ძალიან სამწუხაროა, რომ ნაცვლად დაფინანსების და თანამშრომლობის შეწყვეტისა, დღეს ამერიკის საელჩო გამყალბებელ ორგანიზაციას, პარტიულ და პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართულ ვითომ ,,ენჯეოს” იცავს და გამყალბებლების, მთავრობის გადადგომის მოთხოვნების ავტორებს, ,,ტექნიკური მთავრობის” წევრი ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფში არ ჩართვის გამო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს! – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე აშშ – ს საელჩოს განცხადებას.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ,,სამართლიანი არჩევნები” რომელიც 1995 წლიდან აკვირდება არჩევნებს, ყველა ხელისუფლების დროს ჩართული იყო საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფილების პროცესში, გააჩნდა ნეიტრალური და პროფესიული ორგანიზაციის იმიჯი, უკანასკნელი წლების განმავლობაში ,,ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა. 2003.წელს მათ მიერ ჩატარებული ,,პარალელური დათვლა” იყო არჩევნების გაყალბების მთავარი მტკიცებულება და ,,ვარდების რევოლუციის” მოტივაცია. 2020 წელს როგორც ჩანს ვიღაცას ეგონა, რომ დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციისთვის გაყალბებული პარალელური დათვლა გამოდგებოდა და ამას რევოლუცია მოჰყვებოდა. რევოლუცია არ მოხდა, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ არჩევნების გაყალბება არავინ დაიჯერა, სამაგიეროდ, ,,სამართლიანმა არჩევნებმა“ როგორც PVT-ის გამყალბებელმა ორგანიზაციამ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. მათი ,,შეცდომა” ანუ პარალელური დათვლის” გაყალბება მხოლოდ 11 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, მას შემდეგ რაც მხოლოდ ერთპარტიული პარლამენტის სურათი იხილა საზოგადოებამ, გახდა ცნობილი. 1100 მეტი ადამიანი იყო არჩევნების დაკვირვების და პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების პროცესში ჩართული და ვერავინ ვერაფერი გაიგო, ,,შეცდომაც” 7 კვირის მერე აღიარეს! ძალიან სამწუხაროა, რომ ნაცვლად დაფინანსების და თანამშრომლობის შეწყვეტისა, დღეს ამერიკის საელჩო გამყალბებელ ორგანიზაციას, პარტიულ და პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართულ ვითომ ,,ენჯეოს” იცავს და გამყალბებლების, მთავრობის გადადგომის მოთხოვნების ავტორებს, ,,ტექნიკური მთავრობის” წევრი ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფში არ ჩართვის გამო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს!“ – წერს ბოჟაძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე ISFED-ზე: რადიკალური დღის წესრიგის მედროშე ორგანიზაცია დაიჩაგრა და „დიდი ძმაკაცი“ მოიყვანა საქმის გასარჩევად?
Next: ნინო ფოჩხუა: ისევ იძულება ამერიკის საელჩოდან. ჯერ იყო და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება, ახლა ვითომ არაფერი მომხდარა და ქვეყნის მტერი არასამთავრობო ისევ ჩააყენეთ ქვეყნის დესტაბილიზაციის ფერხულშიო, გამაოგნებელია ეს ყველაფერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.