Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე ISFED-ზე: რადიკალური დღის წესრიგის მედროშე ორგანიზაცია დაიჩაგრა და „დიდი ძმაკაცი“ მოიყვანა საქმის გასარჩევად?

მარშალ პრესი 20/08/2022
ზურაბ ქადაგიძე

ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციების და რაც მთავარია, არანაირი ლეგიტიმაციის მქონე NGO- მავნებლების დრო დასრულებულია. ვისაც პოლიტიკური ამბიციები აქვს, შეუძლია პარტიებში გაერთიანდნენ, თუმცა ისედაც არიან პარტიული დანამატები, – ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, ISFED-ს პასუხისმგებლობა აქვს მხოლოდ ლობისტებთან, რომლებიც კონკრეტულ დავალებას აძლევენ.

ISFED-ი ის ორგანიზაცია არ არის, ტექნიკურ მთავრობას,რომ ითხოვდა? რადიკალური დღის წესრიგის მედროშე ორგანიზაცია დაიჩაგრა და “დიდი ძმაკაცი” მოიყვანა საქმის გასარჩევად? ავტორიტეტული სამოქალაქო ორგანიზაციაო… ჯერ ერთი ვისთან აქვთ ავტორიტეტი, ლობისტებში? და მეორე – რომელ სამოქალაქო ორგანიზაციაზეა საუბარი რეიტინგი რომ პლინტუს დაბლა აქვს?

არანაირი ლეგიტიმაცია, არანაირი ვალდებულება საზოგადოებასთან, მხოლოდ პასუხისმგებლობა ლობისტებთან,რომლებიც კონკრეტულ დავალებას აძლევენ..

ბოლო ასეთი დავალება იყო ის საბოტაჟი, რასაც ISFED-ი და მისი მეგობარი ორგანიზაციები „პვტ“-ის გაყალბებით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებით, რადიკალური დღის წესრიგის პედალირებით ცდილობდნენ…
ასე,რომ ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციებს და რაც მთავარია არანაირი ლეგიტიმაციის მქონე NGO- მავნებლების დრო დასრულებულია. ვისაც პოლიტიკური ამბიციები აქვს შეუძლია პარტიებში გაერთიანდნენ, თუმცა ისედაც არიან პარტიული დანამატები…“ – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მთაწმინდის რაიონის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება
Next: ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ნაცვლად დაფინანსების და თანამშრომლობის შეწყვეტისა, დღეს ამერიკის საელჩო გამყალბებელ ორგანიზაციას, პარტიულ და პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართულ ვითომ ,,ენჯეოს” იცავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025