Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნინო ფოჩხუა: ისევ იძულება ამერიკის საელჩოდან. ჯერ იყო და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება, ახლა ვითომ არაფერი მომხდარა და ქვეყნის მტერი არასამთავრობო ისევ ჩააყენეთ ქვეყნის დესტაბილიზაციის ფერხულშიო, გამაოგნებელია ეს ყველაფერი

მარშალ პრესი 20/08/2022
ნინო ფოჩხუა

არც ისეთი დიდი დროა გასული, რომ საქართველოს მოსახლეობას დავიწყებოდა ის ინციდენტი, რაც ბოლო არჩევნებს უკავშირდებოდა. სამი თვე აჯანჯღარებდა ქვეყანას ISFED, სანამ სიმართლე დამტკიცდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ხელისუფლებამ გაიმარჯვა და ქვეყანა გადარჩა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის საელჩოს მიერ ISFED-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით აღარ დაბრუნდება ის ძველი დრო, როცა სხვისი კარნახით იმართებოდა ქვეყანა!

„არ გასულა დიდი დრო და ისევ იძულება ამერიკის საელჩოდან. ამჟამად „ბრძანება“ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ს ეხება. არც ისეთი დიდი დროა გასული, რომ საქართველოს მოსახლეობას დავიწყებოდა ის ინციდენტი, რაც ბოლო არჩევნებს უკავშირდებოდა. სამი თვე აჯანჯღარებდა ქვეყანას ISFED, სანამ სიმართლე დამტკიცდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ხელისუფლებამ გაიმარჯვა და ქვეყანა გადარჩა. ჯერ იყო და მთავრობის შეცვლა და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება, ახლა ვითომ არაფერი მომხდარა და ეს ქვეყნის მტერი არასამთავრობო ისევ ჩააყენეთ ქვეყნის დესტაბილიზაციის ფერხულშიო, გამაოგნებელია ეს ყველაფერი.
სამოქალაქო საზოგადოება- სახელწოდებაც გვიჩვენებს, როგორი კეთილშობილური საქმეების კეთება შეუძლია ქვეყნისთვის საზოგადოებას, გაერთიანებულს არასამთავრობო ორგანიზაციაში და არა ადამიანების დაჯგუფებას, მართულს გარედან შავბნელი ძალების მიერ. აღარ დაბრუნდება ის ძველი დრო, როცა სხვისი კარნახით იმართებოდა ქვეყანა!“- წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ნაცვლად დაფინანსების და თანამშრომლობის შეწყვეტისა, დღეს ამერიკის საელჩო გამყალბებელ ორგანიზაციას, პარტიულ და პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართულ ვითომ ,,ენჯეოს” იცავს
Next: ზაალ ანჯაფარიძე: რატომ უნდა აწუხებდეს აშშ-ის საელჩოს, ეგზომ ძლიერ, ერთი ენჯეოს ამბავი, რომელმაც უკვე რამდენჯერმე მოიჯაყა თავი?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025