Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მთაწმინდის რაიონის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

მარშალ პრესი 20/08/2022
მელიქიშვილის გამზირზე

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს მთაწმინდის რაიონის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, – ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებაში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 20 აგვისტოს, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში: მელიქიშვილის გამზირის ნაწილს, როდენის, ღამბაშიძის, ბოცვაძის, სატივეს, ხორავას, ლაპიაშვილის ქუჩებს; კოსტავას, ტატიშვილის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, შანიძის, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Post navigation

Previous: 20 აგვისტო დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღეა
Next: ზურაბ ქადაგიძე ISFED-ზე: რადიკალური დღის წესრიგის მედროშე ორგანიზაცია დაიჩაგრა და „დიდი ძმაკაცი“ მოიყვანა საქმის გასარჩევად?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.