Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ დუნდუა: სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივამ თავისი შედეგი გამოიღო; მილიონ-ნახევარი ადამიანი აკრძალულ პირთა სიაშია, რაც მილიონ-ნახევარ გადარჩენილ მომავალს და სიცოცხლეს ნიშნავს

მარშალ პრესი 18/08/2022
მიხეილ დუნდუა

ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, აკრძალულ პირთა სიაში მილიონ ხუთასი ათასამდე ადამიანი შევიდა. განახლებულ მონაცემებს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. პირველი მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 2 000-მდე ფიზიკური პირი, აქედან, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, 23 მოქალაქე, ხოლო პირდაპირი მიმართვის საფუძველზე, აღრიცხულია 1907 ადამიანი. ონლაინ სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში ცვლილება, პრემიერის ინიციატივით, პირველი მარტიდან შევიდა.

„პრემიერ-მინისტრის ძალიან სწორმა ინიციატივამ თავისი დიდი შედეგი გამოიღო; მილიონ-ნახევარი ადამიანია, რომელიც აკრძალულ პირთა სიაშია, ეს კი ნიშნავს მილიონ-ნახევარ გადარჩენილ მომავალს და სიცოცხლეს. აზარტულ თამაშებში ჩართულობა იყო საზოგადოების ძალიან დიდი პრობლემა. ყოველივე ეს დადებითად აისახება როგორც საზოგადოებაზე, ისე ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. კონტროლის სისტემა არის მაღალ დონეზე, როგორც ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს და მართლმსაჯულების სხვა ორგანოების მხრიდან“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე ჯაფარიძის განცხადებაზე: ეს არის დესტრუქცია, ეს არის არეულობა, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს – კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს შეექმნას უპირატესობა
Next: ვიქტორ ყიფიანი: საუბრები, თითქოს ჩვენი განზრახვაა სახელმწიფოთაშორის სიბრტყეში გადავიტანოთ „კრედიტ სუისთან“ დავა, არის საფუძველს მოკლებული და არასერიოზული განცხადებები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.