Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: საუბრები, თითქოს ჩვენი განზრახვაა სახელმწიფოთაშორის სიბრტყეში გადავიტანოთ „კრედიტ სუისთან“ დავა, არის საფუძველს მოკლებული და არასერიოზული განცხადებები

მარშალ პრესი 18/08/2022
ვიქტორ ყიფიანი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ „კრედიტ სუისთან“ სამართლებრივი დავის ფარგლებში მხოლოდ სასამართლოს გზით იბრძოლებენ, პროცესში კი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვას გამორიცხავენ. ამ თემაზე „ქრონიკასთან“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ისაუბრა.

„ყველას გვახსოვს ბატონი ივანიშვილის წერილი, რომელშიც ის ხაზგასმით ამბობს, რომ ეს არის კერძო სამართლებრივი დავა და მიუხედავად იმისა, რომ ამ დავაში არის ძალიან ბევრი საეჭვო ელემენტი და გარემოება, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, არ გავცდეთ კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებს. ამის უფლებას საკუთარ თავს არ მივცემთ და ვერც მივცემთ. ამიტომ, საუბრები, რაც გვესმის, თითქოს ჩვენი განზრახვაა სახელმწიფოთაშორის სიბრტყეში გადავიტანოთ [დავა], ეს არის საფუძველს მოკლებული და არასერიოზული განცხადებები. ამ ქვეყანას საგარეო ასპარეზზე ისედაც ბევრი გამოწვევა და პრობლემა აქვს, ბევრი საკითხია, რომელიც თანამედროვე დღის წესრიგით არის განპირობებული და ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი და მზაობა, რომ ეს ჩვენი საკითხი დავუმატოთ იმ საკითხების ჩამონათვალს.

ჩვენ მიმართეთ შვეიცარიის პარლამენტის ხელმძღვანელობას, საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელობას და შვეიცარიის საფინანსო საზედამხედველო ორგანოს. რატომ გავაკეთეთ ეს? იმ უბრალო მიზეზით, რომ მხოლოდ ჩვენს დავაზე კი არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვეუბნებით კანონმდებელსა და მარეგულირებელს, რომ „კრედიტ სუისი“, რომელიც არის შვეიცარიის საბანკო სისტემის შემქმნელი ბანკი, მისი ფლაგმანი და სახე, მარტო ჩვენს საქმეზე დარღვევების [გამო[, რომ არაფერი თქვა სხვა დარღვევებსა და სკანდალებზე, რომელშიც ეს ბანკი არის გახვეული, მოითხოვს არა მარტო კონკრეტული დავის ფარგლებში მიხედვასა და გადაწყვეტას, არამედ კანონდების მხრიდან მიხედვას.

რა თქმა უნდა, უფლება გვაქვს შეფასება მივცეთ კონკრეტულ ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც შვეიცარიულ მართლმსაჯულებაში ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან უცნაურ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, არაერთი შეფასება მიგვიცია შვეიცარიის პროკურატურის მიკერძოებულ მოქმედებაზე – ეს არის ჩვენი უფლება, როგორც მომჩივანის, რომ შეფასება მივცეთ. მაგრამ რამდენად ქმნის ეს შეფასება საფუძველს საჯარო ინსტიტუტების მხრიდან რეაგირებისთვის? ვთვლი, რომ აქ ორგანული კავშირი არ იკვეთება“, – აცხადებს ყიფიანი.

Post navigation

Previous: მიხეილ დუნდუა: სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივამ თავისი შედეგი გამოიღო; მილიონ-ნახევარი ადამიანი აკრძალულ პირთა სიაშია, რაც მილიონ-ნახევარ გადარჩენილ მომავალს და სიცოცხლეს ნიშნავს
Next: ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ISFED 7 კვირა არ აღიარებდა, 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლისას დაშვებულ „ტექნიკურ“ შეცდომას, ზუსტად ისე სამოქალაქო სექტორის “ელიტა” გაურბის მათ წიაღში არსებული პრობლემების აღიარებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.