Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ჯაფარიძის განცხადებაზე: ეს არის დესტრუქცია, ეს არის არეულობა, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს – კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს შეექმნას უპირატესობა

მარშალ პრესი 18/08/2022
მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძემ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება შეაფასა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის სიტყვები შენობების აღების შესახებ „თავქარიანი“ განცხადებაა.

„ცეცხლს ეთამაშებიან, პირდაპირ რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად შეიძლება არ სიამოვნებდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – ის, რასაც სთავაზობენ ამ კატეგორიის ოპოზიციონერები საზოგადოებას. სინამდვილეში ეს არის დესტრუქცია, ეს არის არეულობა, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს – რომელიღაც კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს შეექმნას უპირატესობა. რაც შეეხება ამ ტიპის თავქარიან განცხადებებს, ვფიქრობ, არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, რომ მოსახლეობამ ეს გაიზიაროს და მეორე მხრივ, განხორციელების არავითარი რესურსი არ აქვთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მასობრივი პროტესტის შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ სიტუაციას.

Post navigation

Previous: ზურაბ ჯაფარიძისა და ცხელი თავის მქონე, არაკონსტიტუციური იდეებით გაჟღენთილი მსგავსი ადამიანების გასაგონად ვიტყვი, ნებისმიერ დარღვევას ადეკვატური პასუხი გაეცემა
Next: მიხეილ დუნდუა: სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივამ თავისი შედეგი გამოიღო; მილიონ-ნახევარი ადამიანი აკრძალულ პირთა სიაშია, რაც მილიონ-ნახევარ გადარჩენილ მომავალს და სიცოცხლეს ნიშნავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.