Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უფრო მეტს გავაკეთებთ რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად და სხვებსაც მოვუწოდებთ, მეტი გააკეთონ

მარშალ პრესი 04/04/2022
ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

„პუტინმა ჯერ კიდევ არ აჩვენა, რომ სერიოზულად ეკიდება დიპლომატიას. დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეების მკაცრი მიდგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციის გასაძლიერებლად. ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად და სხვებსაც მოვუწოდებთ, მეტი გააკეთონ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ გერმანია მთავარ დაბრკოლებად რჩება რუსეთზე უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისთვის.

„ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ მივუდგებით უნგრეთს, ეს არის მეოთხე ასეთი გამარჯვება და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ დემოკრატიულ არჩევნებს. გერმანიაა მთავარი დაბრკოლება სანქციების დაწესების კუთხით. უნგრეთი მხარს უჭერს სანქციებს“, – აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე ილია დარჩიაშვილზე: ის ნამდვილად გამორჩეული პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება
Next: ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025