Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის

მარშალ პრესი 04/04/2022
ირაკლი კობახიძე

რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა„ ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება.

„აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წარუმატებლები არინა. ამის დასტურია სწორედ ბოლო არჩევნებიც. 31% აიღეს იმ ოლქში, სადაც წინა შემთხვევაში ყველაფერი მოგებული ჰქონდათ. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას ძალიან მძიმე ტენდენცია აქვს.

რაც შეეხება პარტიის შიდა კონფლიქტებს, ეს არის ლოგიკური მაშინ, როდესაც ორგანიზაციაში რთული მდგომარეობა გაქვს. ეს ყველაფერი ბათუმშიც გამოჩნდა. მაგალითად, მელია ჩასული იყო ბათუმში და სასტუმროდანაც კი არ გამოსულა. ეს ყველაფერი საერთო სურათზე მეტყველებს. რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

შუალედური არჩევნები საქართველოში 2 აპრილს გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

Post navigation

Previous: ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უფრო მეტს გავაკეთებთ რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად და სხვებსაც მოვუწოდებთ, მეტი გააკეთონ
Next: მიყვარს ეს ქალი, გამაგდო თურმე – მამულაშვილის პასუხი ჩერგოლეიშვილს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.