Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ილია დარჩიაშვილზე: ის ნამდვილად გამორჩეული პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება

მარშალ პრესი 04/04/2022
ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

„მინდა მივულოცო ილია დარჩიაშვილს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა. ის არის ნამდვილად გამორჩეული პროფესიონალი, ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანი. არის საქმის მცოდნე და აქვს დიპლომატიური სერიოზული გამოცდილება, ელჩის პოზიციაზე მუშაობდა წლების განმავლობაში. ასევე საჯარო სამსახურში აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და მართლაც გამორჩეული პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა. მას საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ილია დარჩიაშვილი შეცვლის.

Continue Reading

Previous: შალვა პაპუაშვილი – 5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ ინიციატივაზე – ომის ყოველი დღე გლოვის დღეა, აქ ერთი რომელიმე დღის გამორჩევა შეუძლებელია
Next: ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უფრო მეტს გავაკეთებთ რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად და სხვებსაც მოვუწოდებთ, მეტი გააკეთონ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025