Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – 5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ ინიციატივაზე – ომის ყოველი დღე გლოვის დღეა, აქ ერთი რომელიმე დღის გამორჩევა შეუძლებელია

მარშალ პრესი 04/04/2022
შალვა პაპუაშვილი

ომის ყოველი დღე გლოვის დღეა, აქ ერთი რომელიმე დღის გამორჩევა შეუძლებელია – ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ადგილი აქვს საკითხებით მანიპულაციის მცდელობას, – ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პასუხი პარტია “ლელოს“ ინიციატივაზე, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან დაკავშირებით 5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს.

პაპუაშვილის იმასაც ამბობს, რომ ასეთი ინიციატივების ავტორი “ნაციონალური მოძრაობაა“, რომელსაც საქართველო არ აინტერესებს.

“სამწუხაროა, რომ საკითხებით ასეთი მანიპულირება ხდება. ყოველი დღე გლოვის დღეა – იქნება თუ არა ცალკე გამორჩეული დღე. ჩვენ პარლამენტში უკრაინაში გარდაცვლილების ხსოვნას პატივი არაერთხელ მივაგეთ. საკითხის ისე წარმოჩენის სურვილი აქვთ, თითქოს საქართველო მხრიდან ემპათია და თანადგომა ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები არის იმისთვის, რომ საკუთარ ხელისუფლებას ებრძოლონ, რაც ძალიან სამწუხაროა. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც პოლიტიკური პარტიები თუ სხვადასხვა ჯგუფები იმ ფონზე, როდესაც უსაფრთხოების ასეთი რისკებია, საკუთარ ხელისუფლებას ებრძვიან“, – განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ძნელია მოძებნო სიტყვა, რომელიც იმ ემოციას აღწერს, რაც ყველა ადამიანს ბუჩასა და სხვა ქალაქების სურათების ნახვის დროს ეუფლება.

“სწორედ ამიტომ საქართველო ავტორია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართვისა, რომ ომის დანაშაულები უნდა იყოს გამოძიებული. ახლა მნიშვნელოვანია შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზებია ადგილზე ჩავიდნენ, ეს საკითხები აღწერონ, შესაბამისი მასალები შეაგროვონ და ამ ყველაფერს სამართლებივი პასუხი გასცენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სიცრუე, სიყალბე, ღალატი, „ომის პარტია“, მეხუთე კოლონა ვერასოდეს გაიმარჯვებს და ყოველთვის მძიმედ დამარცხდება
Next: ირაკლი კობახიძე ილია დარჩიაშვილზე: ის ნამდვილად გამორჩეული პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025