Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა

მარშალ პრესი 15/08/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანას თითქმის 40%-იანი ზრდა აქვს ექსპორტში.

„ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. ჩვენ თუ შევადარებთ წინა წელს, თითქმის 40%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულია როგორც წინა წლის ივლისის, ასევე, სხვა თვეებთან შედარებით. ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა თითქმის 37%-ით და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ასევე გვაქვს ზრდა იმპორტში და ჯამურად, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა თითქმის 10 მილიარდ 200 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 35%-თ მეტია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია 
Next: ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიები პირდაპირ არიან ჩართულნი საქართველოს წინააღმდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.