Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიები პირდაპირ არიან ჩართულნი საქართველოს წინააღმდეგ

მარშალ პრესი 15/08/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიებს ამბავი აქვთ ატეხილი – აქაოდა საქართველოს ხელისუფლება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, რეალურად კი მთელი თავისი არსით რეზიდენტი ილვესის კრიტიკას არ პასუხობსო. ჯერ ერთი, ვინ არის და რა სტატუსი აქვს ამ აგენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხოს- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს დილიდან ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიებს აქვთ ატეხილი ამბავი – აქაოდა საქართველოს ხელისუფლება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, რეალურად კი მთელი თავისი არსით რეზიდენტი ილვესის კრიტიკას არ პასუხობსო. ჯერ ერთი, ვინ არის და რა სტატუსი აქვს ამ აგენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხოს, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია. ილვესი დავალებას ასრულებს – ეს გასაგებია. სამწუხარო ის არის, რომ ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიები პირდაპირ არიან ჩართულნი ამ რეზიდენტულ საქმიანობაში საქართველოს წინააღმდეგ. მარტივი ფორმულაა – ერთმა რეზიდენტმა ილვესმა თქვა გარედან, ხოლო ქვეყანაში დაბუდებულმა მოღალატეებმა აუბეს მხარი. ქვეყნის წინააღმდეგ ამ ჰიბრიდულ ომში სააკაშვილის ტელევიზიებს ცხადია პარტნიორებიც სჭირდება და არ დაახანა. ფოტოებზე ხედავთ 1% იან ლელოს, 1% იან სტრატეგიას და სამწუხაროდ, ეს ქალი ვინაა და რას წარმოადგენს არ ვიცი. მთელმა ქვეყანამ იცის თქვენი სახე და მიზნები – ასე რომ, წერეთ და იკითხეთ…“- წერს ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა
Next: ომის დაწყებიდან 36-ე დღეს, 2022 წლის 30 მარტს, არახამიას მიერ ლობირებული კრიმინალური ავტორიტეტის ბორის ბაუმის ორმა კომპანიამ (ტოტალიზატორი და ონლაინ-კაზინო) ლიცენზია მიიღო უკრაინის ტერიტორიაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025