Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია 

მარშალ პრესი 15/08/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

„თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ტურისტია შემოსული და მინდა გითხრათ, რომ ივლისში, მოგზაურობიდან, ანუ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, პირველად, პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს. ანუ, არათუ მოხდა აღდგენა და გაუთანაბრდა, არამედ გაასწრო 2019 წლის მონაცემებს და გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ: ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც, როგორც მოგახსენეთ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 %-ით მეტია, ხოლო ჩვენ თუ ამას შევადარებთ 2021 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 130%-ით მეტია.

ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ასე რომ, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები შესაბამისად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება ივლისშიც, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტი ადამიანები დასაქმდებიან, ჩვენი მოქალაქეები, შემოსავლების ზრდასა და სიღარიბის შემცირებას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: სამაშველო სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
Next: ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.