IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

უკრაინელები ელოდებიან შესაძლებლობას, რომ იმოგზაურონ საქართველოში, – განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა, რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს შეხვდა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. საქართველოსა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ვიზიტებზე და შეხვედრებზე.

ყველგან კრიტიკული საკითხია კორონავირუსთან ბრძოლა, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. ჩვენ ვაკვირდებით, რომ საქართველო ეტაპობრივად ხსნის უფრო და უფრო მეტ სივრცეს შიდა ტურიზმისთვის. უკრაინელები ელოდებიან შესაძლებლობას, რომ იმოგზაურონ საქართველოში, გაატარონ არდადეგები, მაშინვე, როგორც კი რეგულარული ავიაკომუნიკაცია კვლავ ადგება“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE