Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოზურგეთში მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საგრანტო პროექტების მიღება დაიწყო

მარშალ პრესი 04/04/2022
ტექნოპარკი

ოზურგეთის ტექნოპარკში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე მეწარმეებს შეხვდნენ. მათ შეხვედრის მონაწილეებს ბიზნესის და მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„მცირე ბიზნეს პროექტების დაფინანსება, ახალი სამუშაო ადგილები, ეკონომიკური განვითარება ჩვენი მთავარი საზრუნავია და ამ კუთხით ოზურგეთის მერია აქტიურად იმუშავებს შემდეგი წლების განმავლობაში,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს, ასევე – მეწარმეს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში განიხილება 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.

Continue Reading

Previous: ატყდა ამბავი ირაკლი ღარიბაშვილის გამონათქვამზე, კაპიტულანტები და მოღალატეები “გმირობას” გვასწავლიან – ნანა კაკაბაძე
Next: ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სიცრუე, სიყალბე, ღალატი, „ომის პარტია“, მეხუთე კოლონა ვერასოდეს გაიმარჯვებს და ყოველთვის მძიმედ დამარცხდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025