Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ურყევი სამშვიდობო პოლიტიკით, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, აუცილებლად მოვიშუშებთ საერთო ჭრილობას და ერთად გავაგრძელებთ ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას

მარშალ პრესი 14/08/2022
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის ომის დაწყების 30 წლისთავს Facebook-ზე ეხმაურება.

„ჩვენს ქვეყანას მრავალი ქარტეხილი გამოუვლია – ტრაგიკულია ისტორია, რომელიც 30 წლის წინ, ამ დღეს უკავშირდება. ომი, რომელმაც ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე საკუთარ კერას მოწყვიტა. ომი, რომელსაც ათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. ჩვენი ურყევი სამშვიდობო პოლიტიკით, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, აუცილებლად მოვიშუშებთ საერთო ჭრილობას და ერთად გავაგრძელებთ ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამ ისტორიას ვერავინ შეცვლის!“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

Post navigation

Previous: გია ცაგარეიშვილი ევროკავშირის ანგარიშზე: საუბარია განგრძობით რეფორმებზე, რომლებიც დღის წესრიგიდან გამომდინარეობს – მუშაობა გაგრძელდება და ვფიქრობ, გარკვეული მიმართულებებით წუხილები გაქარწყლდება
Next: ლია გიგაური: თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზით მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს საქართველოს გაერთიანებასთან მიმართებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.