Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლია გიგაური: თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზით მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს საქართველოს გაერთიანებასთან მიმართებით

მარშალ პრესი 14/08/2022
ლია გიგაური

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„14 აგვისტო განსაკუთრებულად მძიმე დღეა სრულიად საქართველოსთვის, აფხაზებისა და ქართველებისთვის. ამ დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ მოვლენების დროს გარდაცვლილი გმირების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს გვახსოვდეს რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზით მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს საქართველოს გაერთიანებასთან მიმართებით, რათა ასეთი ტრაგედიები არასდროს განმეორდეს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

Continue Reading

Previous: შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ურყევი სამშვიდობო პოლიტიკით, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, აუცილებლად მოვიშუშებთ საერთო ჭრილობას და ერთად გავაგრძელებთ ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას
Next: შსს-ს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025