Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი ევროკავშირის ანგარიშზე: საუბარია განგრძობით რეფორმებზე, რომლებიც დღის წესრიგიდან გამომდინარეობს – მუშაობა გაგრძელდება და ვფიქრობ, გარკვეული მიმართულებებით წუხილები გაქარწყლდება

მარშალ პრესი 14/08/2022
გია ცაგარეიშვილი

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დასკვნას საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება. გია ცაგარეიშვილის თქმით, ის ელოდებოდა იმ წუხილს, რომელიც დოკუმენტშია გამოთქმულ, თუმცა, მისივე თქმით, ეს ევროკავშირის ხედვაა და ხელისუფლება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ბოლომდე მიიყვანს.

დეპუტატის თქმითვე, წლის ბოლოს, როდესაც მმართველი გუნდი, ევროპულ რეკომენდაციებს შეასრულებს, დასავლელი პარტნიორების წუხილი, გაქარწყლდება.

„[დოკუმენტში] არის მითითებები შესასრულებელ სამუშაოებზე, გასატარებელ რეფორმებზე, ნაკლოვანებებზე და, ასევე, იმ წარმატებებზე, რომლებიც DCFTA-ს, ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, საქართველოს ხელშესახებად აქვს მოპოვებული და წარმოდგენილი. საუბარია იმ განგრძობით რეფორმებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, დღის წესრიგიდან გამომდინარეობს. საუბარია წინსვლებზე. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ვფიქრობ, გარკვეული მიმართულებებით წუხილები გაქარწყლდება“, – აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალაა. „მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს“, – ნათქვამია ანგარიშში, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და, კანონის უზენაესობის კუთხით, უკუსვლა შეინიშნებოდა.

Continue Reading

Previous: მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: არც ერთ მათგანს ფაქტებზე დაყრდნობით არ უმსჯელია, მათ დაადასტურეს წერილში მოყვანილი ყველა ფაქტი იმიტომ, რომ არც ერთ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ
Next: შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ურყევი სამშვიდობო პოლიტიკით, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, აუცილებლად მოვიშუშებთ საერთო ჭრილობას და ერთად გავაგრძელებთ ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025