Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: არც ერთ მათგანს ფაქტებზე დაყრდნობით არ უმსჯელია, მათ დაადასტურეს წერილში მოყვანილი ყველა ფაქტი იმიტომ, რომ არც ერთ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ

მარშალ პრესი 13/08/2022
მიხეილ ყაველაშვილი

გუშინდელი ჩვენი წერილის შემდეგ არც ერთ მათგანს ფაქტებზე დაყრდნობით არ უმსჯელია, მათ დაადასტურეს ჩვენ წერილში მოყვანილი ყველა ფაქტი იმიტომ, რომ არც ერთ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ, რადგან იციან რომ ეს ასეა, თავადაც მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში – ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, დემოკრატია არ არის ის, რომ სიმართლე დაუმალო საზოგადოებას, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებია და ელჩია.

„ამაზე გვაქვს აქცენტი, ამერიკის საელჩოს მოვუწოდებთ, რომ შენგან იმართებიან ეს ადამიანები, უკვე მანდ მივედით. ეს არის უბედურება, რომ გამოვფხიზლდით და ამას ქართული საზოგადოება აღარ იღებს, ვეღარ მიიღებს და გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი მოწოდება ეს არის. ჩვენ არ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგი და რაც არ უნდა ეცადონ ტელევიზიები და ხელმოცარული პოლიტიკოსები ამას ვერ შეძლებენ, მაგრამ ის, რომ მე სიმართლე დავუმალო და არ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებია და ელჩია, ეს არ არის დემოკრატია, ეს არ არის ღირსეული ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლის პოზიცია და ამას მოვუწოდებთ ყველას, რომ გამოვფხიზლდეთ და ისაუბრეთ, ვინც აგირჩიათ, ვის მიმართაც ხართ პასუხისმგებელი, კეთილი ინებეთ და სიმართლე არ დაუმალოთ ამ ხალხს, როგორც ამ ომის შემთხვევაში არ დაიმალა მთელი პოზიცია და საზოგადოება მიხვდა ყველაფერს, როგორ უნდა მომხდარიყო საქართველოს ომში ჩართვა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: ამბროლაურის ბიბლიოთეკაში ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის, გოგი გიორგობიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
Next: გია ცაგარეიშვილი ევროკავშირის ანგარიშზე: საუბარია განგრძობით რეფორმებზე, რომლებიც დღის წესრიგიდან გამომდინარეობს – მუშაობა გაგრძელდება და ვფიქრობ, გარკვეული მიმართულებებით წუხილები გაქარწყლდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.