Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამბროლაურის ბიბლიოთეკაში ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის, გოგი გიორგობიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

მარშალ პრესი 13/08/2022
giorgobiani

ამბროლაურის ბიბლიოთეკაში გოგი გიორგობიანის, ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ამბროლაურის გურამ ფანჯიკიძის სახელობის რაიონულ ბიბლიოთეკაში გოგი გიორგობიანის, ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში წარმოდგენილია მისი შემოქმედების მეოთხედი, ფოტომასალის ნაწილი სიძველის გამო მცირედით დაზიანებულია, თუმცა ყველა მათგანს უკვე ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

გოგი გიორგობიანს გადაღებული აქვს ორიათასამდე ისტორიული ექსპონატი, ხუთასზე მეტი არქიტექტურული და კულტურული ძეგლი, ასობით არქეოლოგიური ექსპედიცია.

ბევრისთვის უცნობია, რომ დმანისში აღმოჩენილი 1800000 წლის წინანდელი ქალის ქვედა ყბის პირველი ფოტოკადრებისა და ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ბერი გაბრიელის დაკრძალვის (ერთადერთი) კადრების ავტორი გოგი გიორგობიანია. მსგავსი ჩამონათვალი კიდევ ბევრია მის ბიოგრაფიაში.

ყველას ვისაც წარსულში მოგზაურობა უყვარს, შესაძლებლობა ექნება ამ ყველაფერს გაეცნოს წიგნში- ‘’გოგი გიორგობიანი-ქართული ძეგლების დოკუმენტალისტი’’.

წიგნის პრეზენტაციას, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე პირველ მოადგილესთან- ქრისტინე კობახიძესთან, მოადგილე ლაშა ჭიჭინაძესთან და ამბროლაურის მერთან ზვიად მხეიძესთან ერთად დაესწრო.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: უსამშობლოა მელია, რომელსაც არც ცოდნა და ინტელექტი არ ჰყოფნის პოლიტიკური პროცესის წარსამართად და ომის და ღალატის პარტიის დავალების მიმცემებს უსიტყვოდ ემსახურება
Next: მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: არც ერთ მათგანს ფაქტებზე დაყრდნობით არ უმსჯელია, მათ დაადასტურეს წერილში მოყვანილი ყველა ფაქტი იმიტომ, რომ არც ერთ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.