Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უსამშობლოა მელია, რომელსაც არც ცოდნა და ინტელექტი არ ჰყოფნის პოლიტიკური პროცესის წარსამართად და ომის და ღალატის პარტიის დავალების მიმცემებს უსიტყვოდ ემსახურება

მარშალ პრესი 13/08/2022
დავით ქართველიშვილი

უსამშობლოთა ხროვაა ნიკა მელიას პარტიის, ომის და ღალატის ბანდის ყველა წევრი, რამეთუ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისინი ძირკვავდნენ ყველაფერს ქართულს და ეზიზღებოდათ ქართველი ადამიანი, – წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

„ეს ხულიგანი, უწიგნური ფილთაქვა რადგან სხვას უსამშობლოს უწოდებს, აუცილებლად რამდენიმე ფაქტი უნდა გავახსენოთ.

1 – მისი პოლიტიკური მამა, სააკაშვილი მიშა, არის მთავარი უსამშობლო და ქვეყნის გამყიდველი. უკრაინაში, გუბერნატორობაზე გაცვალა საქართველოს მოქალაქეობა.

2 – უსამშობლოა მისი პოლიტიკური ნათლია და პირველი ზონდერ-შეფი, ზურა ადეიშვილი, რომელმაც ასევე მიაგდო საქართველოს პასპორტი და ჩვენი ქვეყნის მაგინებლებს ემსახურება.

3 – უსამშობლოთა ხროვაა მისი (ფორმალურად) პარტიის, ომის და ღალატის ბანდის ყველა წევრი, რამეთუ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისინი ძირკვავდნენ ყველაფერს ქართულს და ეზიზღებოდათ ქართველი ადამიანი.

და ბოლოს, უსამშობლო და უღმერთოა ყველა ზემოთჩამოთვლილი უსამშობლოს მონად დაჩოქილი მელია, რომელსაც თავად არც ცოდნა და არც ინტელექტი არ ყოფნის პოლიტიკური პროცესის წარსამართად და ომის და ღალატის პარტიის აქაურ არაფორმალურ დირექტორებს თუ დავალებების მიმცემებს უსიტყვოდ ემსახურება!”- წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე: იური ლუცენკო ადეიშვილს არ ჰგავს? ჩვენი ყოფილი გენპროკურორიც ხომ ბოლო გამოვიდა ომის დროს – მართლა უსამშობლო ხალხია „ნაცები“
Next: ამბროლაურის ბიბლიოთეკაში ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის, გოგი გიორგობიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.