Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურს მოტომედიკოსები შეემატნენ, რომლებიც სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად შეძლებენ გამოძახებაზე გასვლას

მარშალ პრესი 13/08/2022
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახალი პროექტის – მოტომედიკოსების განხორციელებას იწყებს. დღეიდან ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს სასწავლო ცენტრის მიერ გადამზადებული მოტომედიკოსები შეემატებიან, რომლებიც მსოფლიო ბანკის მიერ შეძენილი სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად შეძლებენ გამოძახებაზე გასვლასა და სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, პროექტი იქნება ეფექტური, ვიწრო და რთული გამავლობის ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საკურორტო ზოლებში გადაუდებელი დახმარების შემთხვევებზე გაიზრდება ოპერატიულობა.

მოტომედიკოსის ისეთ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა, ტრავმები, გულის გაჩერება, მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსებს.

ბათუმში ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე დაესწრნენ.

პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

Post navigation

Previous: ოთარ შამუგია თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
Next: თეთნულდზე ჩარჩენილი ერთი უცხოელი ტურისტის ცხედარი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, მესტიაში გადაასვენეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.