Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოთარ შამუგია თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

მარშალ პრესი 13/08/2022
ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თხილის წარმოება-რეალიზაციასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და საერთაშორისო ბაზარზე თხილის სექტორში არსებული სიტუაცია განიხილეს. საუბარი შეეხო ფასის ფორმირების საკითხს, რომელსაც ბაზარი არეგულირებს და, საქართველოს შემთხვევაში, დიდწილად დამოკიდებულია თურქეთში თხილის სექტორში არსებულ მოსავლიანობასა და ფასზე. მხარეებმა ევროპის ბაზრებზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების და საფასო პოლიტიკის საკითხზეც იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თხილის სექტორის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია და ამ პროცესში სამინისტრო დარგობრივ ასოციაციებთან და მეთხილე ფერმერებთან აქტიურ კომუნიკაციაშია.

„სამინისტრო მაქსიმალურად ეხმარება თხილის მწარმოებელ ფერმერებს მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის მიღებაში. გადამწყვეტია ის ღონისძიებები, რომლებსაც სახელმწიფო, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, თხილის სექტორში ახორციელებს მავნებლებთან ბრძოლის მიმართულებით და სადაც მეთხილე ფერმერების აქტიურ ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება არის უმთავრესი. საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალი ფასის მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციაა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თხილის სექტორის განვითარებისთვის ფერმერთა ცოდნის გაღრმავებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2022 წლის პირველ 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა 22%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანეს და 16,6%-ით მეტი ტვირთი გადაზიდეს
Next: ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურს მოტომედიკოსები შეემატნენ, რომლებიც სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად შეძლებენ გამოძახებაზე გასვლას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.