Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

თეთნულდზე ჩარჩენილი ერთი უცხოელი ტურისტის ცხედარი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, მესტიაში გადაასვენეს

მარშალ პრესი 13/08/2022
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა, – ინფორმაცია „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

„მაშველებმა, ძებნა-გადარჩენის ღონისძიების ფარგლებში, მწვერვალ თეთნულდიდან, გარდაცვლილი მთასვლელის ცხედარი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, მესტიაში ჩამოასვენეს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

იქამდე, მაშველებმა დაშავებული ორი მთამსვლელის უსაფრთხო ევაკუაცია უკვე განახორციელეს. უცხოეთის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან SOS შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვითაც, მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს მაშველთა დახმარება ესაჭიროებოდა.

Post navigation

Previous: ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურს მოტომედიკოსები შეემატნენ, რომლებიც სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად შეძლებენ გამოძახებაზე გასვლას
Next: მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ნაბიჯების გადმოდგმას არ აპირებს – განვითარებაზე ფიქრის ნაცვლად, მათთვის უფრო კომფორტულია, არარსებული პრობლემების არსებულად გასაღებაზე ისაუბრონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.