ამა თუ იმ რაიონში გამოაშკარავებული გარკვეული სისუსტეების მატარებლები, არ უნდა იყვნენ დასაქმებული მთელ რიგ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პოზიციებზე. მაგალითად, ალექსანდრე ლომიძე – მოსამართლის სავარძელში, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ყოველ ადამიანს აქვს…ასე ვთქვათ, სისუსტე. ზოგ ადამიანს – ე.წ. „სამარცხვინო“ სისუსტე. მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სისუსტე დისონანსში შედის საზოგადოებაში აპრობირებულ წარმოდგენებთან, ტრადიციებთან თუ ქრისტიანულ მორალთან, ხოლო ამ სისუსტის მატარებელი ადამიანი მალავს მას, რცხვენია მისი – მაშინ იქცევა ეს სისუსტე ამ ადამიანის მოწყვლად წერტილად. მაგრამ, თუ საზოგადოებრივი ან ქრისტიანული წარმოდგენები ამა თუ იმ სისუსტის მიმართ არ შეცვლილა, ხოლო მოხდა ამ სისუსტის გამოაშკარავება ან თავად პიროვნების, ან საზოგადოების მიერ – ადამიანს რჩება ცხოვრების გაგრძელების სამი სავარაუდო გზა: 1) შეეგუოს და ჩვეულებრივ გააგრძელოს, საზოგადო გაკიცხვისა თუ მიუღებლობის მიუხედავად, 2) შეეცადოს მედიცინის, ფსიქოლოგის თუ ეკლესიის მეშვეობით დაძლიოს იგი საკუთარ თავში ან 3) გაბოროტდეს საზოგადოებაზეც, ეკლესიაზეც და თუნდაც მოქმედ ხელისუფლებაზე. ამ მესამე ვარიანტში, ასეთი ადამიანის მოწყვლადობა საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით სახიფათოა და ასეთი პიროვნება, უპრიანია, რომ მოწყდეს ამა თუ იმ საქმიანობის სფეროს, მაგალითად “შეწყალების კომისიას” ან “მოსამართლის” პოზიციას, რამეთუ პირადი გაბოროტების ფაქტორი, კრიმინალური სამყაროს მხრიდან დაშანტაჟების მაღალი ალბათობის გათვალისწინებით – შესაძლოა მრავალი გამოუსწორებელი და დანაშაულებრივი ქმედებების გამომწვევი გახდეს. სიღნაღის რაიონის სოფ. წნორის მკვიდრს, ლევან ბიძინაშვილს რაიონში და მის ფარგლებს გარეთ ყველა იცნობს, როგორც კანონიერ ქურდ გიორგი ხატიაშვილის (,,ჯეკოს“) მარჯვენა ხელს, მისი დავალებების შემსრულებელს, ხორბლის სეზონზე გლეხების დამ-რეკეტ-ებელს, რომელიც იარაღის უკანონო ტარებაზე იყო დაჭერილი. და მიუხედავად იმისა, რომ ამ იარაღზე მისი “დნმ”-ის კვალიც დაადგინა ექსპერტიზამ – სიღნაღის მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მისი მხრიდან ასეთი პარადოქსალური გადაწყვეტილების მიღება, პირველი როდია. ამიტომაც ვთვლი, რომ ამა თუ იმ რაიონში გამოაშკარავებული გარკვეული სისუსტეების მატარებლები, არ უნდა იყვნენ დასაქმებული მთელ რიგ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პოზიციებზე. მაგალითად, ალექსანდრე ლომიძე – მოსამართლის სავარძელში“- წერს ქართველიშვილი.
საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი...