Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისის მერია რუსულნომრიან სატვირთოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 10/08/2022
2050

თბილისის მერია ეხმიანება მედიით გავრცელებულ ფოტომასალას, მელიქიშვილის გამზირზე, რუსლნომრიან სატვირთო მანქანასთან დაკავშირებით:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებითა და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტომასალას, რომლის მიხედვით, რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანა მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ავტომანქანას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი გადაადგილება არ უკავშირდება მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და იგი არცერთი ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენს.

გვინდა, მივმართოთ მედიასაშუალებებს, ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში. ინფორმაციის დასაზუსტებლად დაუკავშირდით თბილისის მერიის პრესსამსახურს.”- ნათქვამია განცხადებაში.

 

Post navigation

Previous: საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და მოქმედი კანონით, თუკი ქვეყანაში არ არის წინასაარჩევნო პერიოდი, ტელევიზიის ეთერით პოლიტიკური რეკლამის გაშვება იკრძალება
Next: დავით ქართველიშვილი ლევან ბიძინაშვილზე: მიუხედავად იმისა, რომ იარაღზე მისი „დნმ“-ის კვალი დაადგინა ექსპერტიზამ, მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.