Skip to content
07/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ჯერ სიუჟეტები აკეთეს და ბოლოს გვირგვინად აქციეს მოსამართლის გამამართლებელი განაჩენი. ნეტა მოსამართლე მხოლოდ პოლიტ-ქულას დასჯერდა თუ რაიმე მატერიალური სარგებელიც ნახა

მარშალ პრესი 10/08/2022

„ჯერ ტვ-პირველმა სიუჟეტები მიუძღვნა დაუსრულებელ სასამართლოს და უკანონოდ დაკავებული დაარქვა ადამიანს, რომელზეც უამრავი ეჭვი და ვერსია არსებობს. მოეკითხათ ვინ არის, რას ფიქრობს მოსახლეობა ამ ადამიანზე, თუმცა “ჭუტავიზიას” და ჩვენ საამაყო “კრიტ-მედიას” რეალობა არ ადარდებს, მთავარია სკანდალი, “ფეიკი” და დაძაბულობა შექმნან საზოგადოებაში“ – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას კახელი ბიზნესმენის, ლევან ბიძინაშვილის საქმეზე. მისი თქმით, ეს საქმეც კლასიკური ამბავია, ჯერ სიუჟეტები აკეთეს და ბოლოს გვირგვინად აქციეს მოსამართლის გამამართლებელი განაჩენი.

„რამდენიმე თვის წინ ვრცელი წერილი მქონდა ე.წ “ამბოხებულ მოსამართლეებზე” და სასამართლოში არსებულ ნაც-გავლენებზე… ჰო და ეს ბატონიც იმ ჯგუფის წევრია… რაღა უნდა მომხდარიყო და აჰა საინტერესო გადაწყვეტილებაც მივიღეთ… ჯერ იყო ტვ-პირველმა სიუჟეტები უძღვნა დაუსრულებელ სასამართლოს და უკანონოდ დაკავებული დაარქვა ადამიანს, რომელზეც უამრავი ეჭვი და ვერსია არსებობს, რომ ფიგურირებს არაერთ გარჩევასა და გლეხების რეკეტში. ან ადგილზე მოეკითხათ ვინ არის, რას ფიქრობს მოსახლეობა ამ ადამიანზე და რეალურად ფიგურირებს თუ არა სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებში, თუმცა “ჭუტავიზიას” და ჩვენ საამაყო “კრიტ-მედიას” რეალობა არ ადარდებს, მთავარია სკანდალი, “ფეიკი” და დაძაბულობა შექმნან საზოგადოებაში… ეს საქმეც კლასიკური ამბავია, ჯერ სიუჟეტები აკეთეს და ბოლოს გვირგვინად აქციეს მოსამართლის გამამართლებელი განაჩენი… ისე ეს მოსამართლე მხოლოდ პოლიტ-ქულას დასჯერდა თუ რაიმე მატერიალური სარგებელიც ნახა ნეტავ? P.S აბა სასამართლოს ხელისუფლება აკონტროლებსო?! ესაა კონტროლი? თუ როცა გინდათ ხან ასე და ხან ისეა? თქვენი აღქმების პოლიტიკა არ მუშაობს გაიგეთ, არა!“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი ლევან ბიძინაშვილზე: მიუხედავად იმისა, რომ იარაღზე მისი „დნმ“-ის კვალი დაადგინა ექსპერტიზამ, მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა
Next: მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ გაამართლა ვინმე ლევან ბიძინაშვილი, რომელიც კანონიერი ქურდის გიორგი ხატიაშვილის, ,,ჯეკოს” მოკავშირეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.