Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ენდრიუ იანი: ტრამპის ფანი არ ვარ, მაგრამ მილიონობით ამერიკელი მის სახლში ჩხრეკას უსამართლო დევნად აღიქვამს

მარშალ პრესი 09/08/2022
ენდრიუ იანი

ამერიკელი ბიზნესმენი, ადვოკატი, ლობისტი და პოლიტიკოსი, ენდრიუ იანი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

„ტრამპის ფანი არ ვარ. მინდა, რომ ის რაც შეიძლება შორს იყოს თეთრი სახლისგან. მაგრამ მისი მიმართვის ფუნდამენტური ნაწილი იყო ის, რომ ის კორუმპირებული სამთავრობო წყობის წინააღმდეგ გამოდის. ეს რეიდი აძლიერებს ამ პოზიციას მილიონობით ამერიკელისთვის, რომლებიც ამას უსამართლო დევნად აღიქვამენ“, – აღნიშნა ენდრიუ იანმა.

„როგორც ჩანს, ეს [ჩხრეკა] სანქცირებული იყო ადგილობრივი მოსამართლის და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) კონკრეტული ოფისის მიერ, მთავრობის უმაღლეს დონეზე შეთანხმების ან შეტყობინების გარეშე. მაგრამ არავინ დაიჯერებს ამას და არ განასხვავებს. ეს ალბათ ბიუროკრატიული მომენტია, მაგრამ პოლიტიკურად ჩანს“, – განაცხადა მან.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

Post navigation

Previous: სენატორი ტედ კრუზი: ბაიდენის ადმინისტრაციამ იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა – ამას წვრილფეხა დიქტატორები აკეთებენ, მაგრამ ამერიკა ასე არ მუშაობს
Next: მაიკ პენსი: ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკა ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.