Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სენატორი ტედ კრუზი: ბაიდენის ადმინისტრაციამ იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა – ამას წვრილფეხა დიქტატორები აკეთებენ, მაგრამ ამერიკა ასე არ მუშაობს

მარშალ პრესი 09/08/2022
ტედ კრუზი

„რესპუბლიკელი“ სენატორი ტედ კრუზი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

„გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკა უპრეცედენტოა. ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა. ის, რაც ნიქსონმა სცადა, ახლა ბაიდენმა განახორციელა: ბაიდენის ადმინისტრაციამ იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა. კონგრესმა პასუხი უნდა მოითხოვოს. ჩვენ გვჭირდება მოსმენები. „დემოკრატები“ უარს იტყვიან ამაზე, მაგრამ ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რატომ იყენებს ბაიდენი გამოძიების ფედერალურ ბიუროს, როგორც თავის პოლიტიკურ ძალოვნებს. ამას წვრილფეხა დიქტატორები აკეთებენ, მაგრამ ამერიკა ასე არ მუშაობს“, – აღნიშნა სენატორმა.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

Post navigation

Previous: სენატორი მარშა ბლექბერნი ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: ეს კუდიანებზე პოლიტიკური ნადირობაა, რომლის მიზანი პრეზიდენტ ტრამპის დამხობაა
Next: ენდრიუ იანი: ტრამპის ფანი არ ვარ, მაგრამ მილიონობით ამერიკელი მის სახლში ჩხრეკას უსამართლო დევნად აღიქვამს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.