Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მაიკ პენსი: ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკა ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ

მარშალ პრესი 09/08/2022
მაიკ პენსი

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

„ვიზიარებ მილიონობით ამერიკელის ღრმა შეშფოთებას პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში უპრეცედენტო ჩხრეკის გამო. აშშ-ის არცერთი ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენცია ამერიკის ისტორიაში არასდროს ყოფილა ჩხრეკის ობიექტი. […] გუშინდელი ქმედება ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და გენერალურმა პროკურორმა ამერიკელ ხალხს სრული ანგარიში უნდა ჩააბაროს, თუ რატომ განხორციელდა ეს ქმედება და მან ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს“, – აღნიშნა მაიკ პენსმა.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

Post navigation

Previous: ენდრიუ იანი: ტრამპის ფანი არ ვარ, მაგრამ მილიონობით ამერიკელი მის სახლში ჩხრეკას უსამართლო დევნად აღიქვამს
Next: ზურაბ ქადაგიძე: ნაცებმა გაუშვეს ოცნების ოფისთან თხუთმეტამდე ასეთი აქტივისტი პლაკატებით “უსამშობლო ქოცები” და “რუსული ოცნება” სასწაული პიარულ-პოლიტიკური სვლაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.