Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სენატორი მარშა ბლექბერნი ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: ეს კუდიანებზე პოლიტიკური ნადირობაა, რომლის მიზანი პრეზიდენტ ტრამპის დამხობაა

მარშალ პრესი 09/08/2022
მარშა ბლექბერნი

„რესპუბლიკელი“ სენატორი მარშა ბლექბერნი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

„ბილ და ჰილარი კლინტონებმა თეთრი სახლიდან 28.000 დოლარის ღირებულების ავეჯი წაიღეს. ობამამ საპრეზიდენტო ჩანაწერების შესახებ კანონი დაარღვია. რატომ არ მოაწყო გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მათ სახლებში რეიდი? ეს კუდიანებზე პოლიტიკური ნადირობაა, რომლის მიზანი პრეზიდენტ ტრამპის დამხობაა“, – აღნიშნა სენატორმა.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

Post navigation

Previous: ვიკ კატკარტი, რომელიც დასაქმებული იყო მიხეილ სააკაშვილთან, სწორედ იმ სტატიის ავტორია, რომ დაიწერა საქართველო კურსს იცვლის და რუსეთისკენ მიდისო. ახლა რჩება კითხვები?
Next: სენატორი ტედ კრუზი: ბაიდენის ადმინისტრაციამ იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა – ამას წვრილფეხა დიქტატორები აკეთებენ, მაგრამ ამერიკა ასე არ მუშაობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.