თუ 2006-2009 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორობდი, 2008 წელს საქართველოში შენ რა “ერთობა აჩვენე ” და შენ რა ” ღირსება დაიცავი მტრის წინაშე??? და თუ 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს იარაღით იცავდი მუშტად შეკრული – 2009 წელს როგორღა ლექტორობდი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში? ეგ ერთდროულად როგორ ხდება – საქართველოსაც იცავ მუშტშეკრული და ამავე დროს საქართველოს პირსისხლიან მტრის დედაქალაქში წვრთნი საქართველოს მტერს – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას.
ყარაულაშვილი გახარიას ბიოგრაფიას იხსენებს, სადაც წერია, რომ გახარია 2006 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მაისამდე იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი.
„ყოფილმა პრემიერმა გახარიამ ტექსტი გაავრცელა დღეს, სადაც წერს: – “…ერთობა, რომელიც ვაჩვენეთ 2008 წელს ერთ მუშტად შეკრულებმა მტრის წინაშე ჩვენი ღირსების, თავისუფლებისა და მიწის დასაცავად.”… ეს მართლა ყოფილი ოფიციალურ ბიოგრაფიაში თვითონვე წერს (ცოტა ადრე, რა თქმა უნდა!):
“პროფესიული გამოცდილება:
1999-2008 წლებში – მუშაობდა სხვადასხვა კერძო ორგანიზაციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე
2006 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მაისამდე იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი“.
შე ოჯახაშენებულო (საქართველოს ბიუჯეტიდან!) – თუ 2006-2009 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორობდი, 2008 წელს საქართველოში შენ რა “ერთობა აჩვენე ” და შენ რა ” ღირსება დაიცავი მტრის წინაშე”???
და თუ 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს იარაღით იცავდი მუშტად შეკრული – 2009 წელს როგორღა ლექტორობდი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში????
ეგ ერთდროულად როგორ ხდება – საქართველოსაც იცავ მუშტშეკრული და ამავე დროს საქართველოს პირსისხლიან მტრის დედაქალაქში წვრთნი საქართველოს მტერს??? ამდენი ტყუილი როგორ გაგდის მაიმუნის ბეწვივით ყოველ წამოყრანტალებაზე????“, – წერს მირიან ყარაულაშვილი Facebook-ზე.
საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი...