Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„კრედიტ სუისი“ პრინციპულად უზღუდავს ბიძინა ივანიშვილს წვდომას საბანკო რესურსებზე, რაც ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში

მარშალ პრესი 09/08/2022
ემქეიდი

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საბანკო ტრასტები არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია, საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბიძინა ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე.

„მოგეხსენებათ, საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას „კრედიტ სუისს“-სთან ურთიერთობისა და ბანკის მიერ ბ-ნი ივანიშვილის მიმართ ჩადენილი დარღვევების შესახებ. ამჯერადაც, განახლების სახით გაცნობებთ შემდეგს, კერძოდ, „კრედიტ სუისს“-ის ორი საბანკო ტრასტის მხრიდან დარღვევებზე: ბ-ნი ივანიშვილის მხრიდან ერთი საბანკო ტრასტისთვის მიცემული ინსტრუქციიდან ოთხი თვე მიილია, ხოლო მეორე ტრასტისთვის გაცემული დავალებიდან – ორი თვე. საბანკო ტრასტები ამ პერიოდის განმავლობაში არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს. შესაბამისად, ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბ-ნ ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც, ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

Continue Reading

Previous: მირიან ყარაულაშვილი გახარიას: თუ 2006-2009 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორობდი, 2008 წელს საქართველოში რა „ერთობა აჩვენე“ და რა „ღირსება დაიცავი მტრის წინაშე“
Next: თუ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ახალ პოზიციას დავუჯერებთ, რეზოლუციის მიხედვით, 7 აგვისტოს, ომი საქართველოს დაუწყია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025