Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ბათიაშვილი: როდესაც მსოფლიო ზანზარებს, „ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავი მხოლოდ რევანშის იდეა და ხელისუფლებაში მობრუნებაა

მარშალ პრესი 04/04/2022
ირაკლი ბათიაშვილი

ამ ვითარებაში, როდესაც მსოფლიო ზანზარებს, უკრაინაში ამდენი უბედურება ხდება, ჩვენს თავზე დამოკლეს მახვილივით საფრთხეა დაკიდებული, „ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავი მხოლოდ რევანშის იდეა და ხელისუფლებაში მობრუნებაა, – ამის შესახებ პროფესორმა და ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები ხელისუფლების დამხობის შესახებ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოწოდებას ნიშნავს. ბათიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ნებისმიერი მოწოდება მიმდინარე ომში ჩართვისკენ მტრული ქმედება ქვეყნის ინტერესების მიმართ.

„ჩვენი მიზანი – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არის უზენაესი და ამისთვის ღირს სიცოცხლე და ღირს სიკვდილი. ეს არის ცხოვრების აზრი. მაგრამ ახლა ჩვენ ამის არანაირი სიტუაცია არ გვაქვს. დღეს ნებისმიერი ავანტიურა შეძლება დამთავრდეს უმძიმესი შედეგებით საქართველოში. თუმცა ხვალ და ძალიან მალე, არ არის გამორიცხული დადგეს საქართველოსთვის ეს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მომენტი, რისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად“, – განაცხადა ბათიაშვილმა.

Post navigation

Previous: ავსტრიის ელჩი: ევროპული მიმართულებით საქართველოს ამბიციის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს დავუჭერთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის, მთის ტურიზმის განვითარებას, ასევე გარემოს დაცვისა და ეკოტურისტულ მიმართულებებს
Next: მედიააკადემია „მასტერკლასს“ გიორგი ხაბურზანიას ლექციებით აგრძელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.