Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ავსტრიის ელჩი: ევროპული მიმართულებით საქართველოს ამბიციის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს დავუჭერთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის, მთის ტურიზმის განვითარებას, ასევე გარემოს დაცვისა და ეკოტურისტულ მიმართულებებს

მარშალ პრესი 04/04/2022
თომას მიულმანი

ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ავსტრიას შორის 30-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება ნათელია. მისი თქმით, ავსტრია გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც საქართველოს მიზნის მიღწევაში დაეხმარება.

„წლების განმავლობაში, საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ავსტრიის განვითარების სააგენტომ, სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სოფლის განვითარების, ტყის სექტორის რეფორმირებისა და სხვა არაერთი მიმართულებით. ევროპული მიმართულებით საქართველოს ამბიციის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს დავუჭერთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის, მთის ტურიზმის განვითარებას, ასევე გარემოს დაცვისა და ეკოტურისტულ მიმართულებებს. ამასთან, ავსტრიის შესაბამისი უწყება მზად არის, გაუზიაროს გამოცდილება ქართულ მხარეს ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალშიც ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება“, – განაცხადა თომას მიულმანმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი დავით ზალკალიანის აშშ-ის ელჩად დანიშვნაზე: ჩვენი ამოცანა და სურვილია, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ურთიერთობები
Next: ირაკლი ბათიაშვილი: როდესაც მსოფლიო ზანზარებს, „ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავი მხოლოდ რევანშის იდეა და ხელისუფლებაში მობრუნებაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.